გოჩა ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს, გოჩა კუხალაშვილი 1993 წლის 14 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სააარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა ტამიში- ლაბრას მიმართულებით გახორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში.
გოჩა კუხალაშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მაისს, მშობლიური სოფლის მისადგომებთან , ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.