სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გოჩა ვაჟას ძე კვარაცხელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

გოჩა ვაჟას ძე კვარაცხელია  დაიბადა 1967 წლის 7 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი, ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობდა ქალაქ სოხუმში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე.

1992  წლის 30 ნოემბერს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის  23-ე ბრიგადის მე-7 მერხეულის ბატალიონის პირად შემადგენლობაში – რიგითად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

რიგითი გოჩა კვარაცხელია 1993 წლის სექტემბერში, სოფელ მერხეულში მტრის შემოტევის დროს დაიღუპა.

error: Content is protected !!