სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გრიგოლ დავითულიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, 1992  წლის  11  დეკემბრიდან, რიგითი გრიგოლ  დავითულიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  მოქმედებებში  მოქვისა  და ტყვარჩელის  მიმართულებით. უშიშარი  ვაჟკაცი  თანამებრძოლებს  შორის  სიყვარულითა  და პატივისცემით  სარგებლობდა.

გრიგოლ  დავითულიანი  დაიღუპა  1993  წლის  16  სექტემბერს, სოფელ  არადუში  მტრის ვერაგული თავდასხმის დროს.

გრიგოლ  დავითულიანი  დაკრძალულია  სოფელ  არადუში.

error: Content is protected !!