სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გრიგოლ (გენადი) კუკურის ძე თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გრიგოლ თოდუა დაიბადა 1954 წლის 10 ნოემბერს გულრიფშის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ბაბუშარაში. ბავშვობიდან შეყვარებული იყო აეროპორტზე. როდესაც ბაბუშარის აეროპორტის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ მუშად დაიწყო მუშაობა. მამამისი აეროპორტში მსახურობდა და სწორედ აქედან ჰქონდა მას ამ საქმისადმი დიდი სიყვარული და მოწიწება. სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ლენინგრადის საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და მშობლიური ბაბუშარას აეროპორტს დაუბრუნდა.
როდესაც აფხაზური გვარდია შეიქმნა, მათი შტაბბინა ბაბუშარის ცენტრში, ზღვის ნაპირას, აეროპორტიდან 4 კილომეტრში განლაგდა.

გრიგოლ თოდუა 1992 წლის 16 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესბუბლიკის თავდაცვისა სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. ომის დაწყებისთანავე შექმნა ასეული, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იდგნენ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა საყვარელ კუთხეს, იბრძოდნენ გუმისთასთან, ტამიშთან, კინდღთან…
1993 წლის 9 დეკემბერს გრიგოლ თოდუა გმირულად დაიღუპა. ბრძოლა არ შეუწყვეტიათ გრიგოლის და-ძმას, ფატიმასა და თემურს. ისინი 27 სექტემბრამდე იდგნენ მშობლიური კუთხის სადარაჯოზე.

გრიგოლ თოდუას დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გრიგოლ თოდუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

error: Content is protected !!