გრიგოლ (გიგლა) გიორგის ძე ბუჩხრიკიძე დაიბადა 1954 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა. ომამდე მუშაობდა ქალაქ ოჩამჩირეში ავტოზეინკლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იგი ირიცხებოდა მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში, ყუმბარმტყორცნელის თანამდებობაზე. მოგვიანებით გადავიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
მონაწილეობდა სოფლების: ტამიში, ბესლახუბა, ფოქვეში, კოჩარა, ცაგერის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
იყო მოწესრიგებული ჯარისკაცი, მეთაურების ბრძანებებს და მითითებებს დროულად და ხარისხიანად ასრულებდა.
1993 წლის 2 იანვარს სოფელ კოჩარაში განხორციელებული ერთერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გრიგოლ ბუჩხრიკიძე ვაჟკაცურად დაიღუპა.
გრიგოლ ბუჩხრიკიძე დაკრძალულია მშობლიურ სოფელ კოჩარაში.