აფხაზეთის ულამაზეს მხარეში გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა გურამ ზარანდიას ბედნიერი ოჯახი.
გურამ ბესარიონის ძე ზარანდია დაიბადა 1949 წლის 3 ოქტომბერს გულირიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
ოჯახის სამივე წევრი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან მტრის დიდმა ჯგუფმა ალყაში მოაქცია ქართველთა ნაწილი. უთანასწორო ორთაბრძოლაში ოჯახის სამივე წევრი ბრძოლის ველზე დაიღუპა.