გურამ თამშუქის ძე შენგელია დაიბადა 1955 წლის 9 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურამ შენგელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს „მერხეულის“ ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. გურამი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა აფხაზ სეპარატისტებს, იყო თავდადებული და უშიშარი მეომარი. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 17 დეკემბერს მტრის მორიგი შემოტევისას გურამ შენგელია გმირულად დაიღუპა.