სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

იგორ მაკარის ძე თოფურია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

იგორი მაკარის ძე თოფურია დაიბადა 1938 წლის 21 სექტემბერს. დაამთავრა სოფელ მერხეულის საშუალო სკოლა. 1955-1958 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქ. ჩელიაბინსკში. 1969 წელს შექმნა ოჯახი დინარა კინწურაშვილთან,  შეეძინათ  შვილები  _ მერაბი და ინგა. ოჯახი  სოფელ ბაღმარანში ცხოვრობდა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იგორიც დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის საავტომობილო ოცეულში მძღოლად. იგორ თოფურია ავტომანქანით ამარაგებდა წინა ხაზზე მყოფ თანამებრძოლებს ტყვი-წამლით და ტანკის ჭურვებით. ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს 1993 წლის 2 ივლისს ბატალიონის პოზიციებზე იგორის ავტომანქანას ცეცხლი გააუხსნა მოწინააღმდეგის მართვადმა რაკეტამ,  ჭურვის აფეთქების  შედეგად იგორ თოფურია  გარდაიცვალა.

error: Content is protected !!