სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

იხეილ ალექსის ძე სიდოროვი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მიხეილ  ალექსის  ძე  სიდოროვი  დაიბადა  1967  წელს  ქალაქ  ოჩამჩირეში.   დაამთავრა  სოფელ  მოქვის  რუსული  საშუალო  სკოლა. ოჯახთან  ერთად  ცხოვრობდა  სოფელ  ცაგერაში. ეროვნებით  რუსი, დიდი  სიყვარულით  ცხოვრობდა  ქართველებთან. „მე  საქართველოს   მოქალაქე  ვარ“ – ამბობდა  ხშირად.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  მიხეილ  სიდოროვი  დადგა  ქართველების  გვერდით  და  იცავდა   ქვეყნის  ტერიტორიულ  მთლიანობას.  ის  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე   ბატალიონის  რიგებში,ყუმბარმტყორცნელად.

1993  წლის   6  მარტს, სოფელ  ცხენისწყალთან  ბატალიონი  აწარმოებდა  გააფთრებულ  ბრძოლებს. სოფელ მოქვის  შესახვევის  მხრიდან  სოფელს  იცავდა  ბატალიონის  მებრძოლთა  ნაწილი. მტრის  ალყაში  მოხვდნენ  მიხეილ  სიდოროვი , ვახტანგ  გასვიანი,როინ  ლეჟავა   და  არჩილ   ცხვარაშვილი. ისინი  ძლიერი  წინააღმდეგობის  მიუხედავად  ვაჟკაცურად  დაიღუპნენ.  თანამებრძოლებმა  მათი  ცხედრები  ცაგერას  სასაფლაოს  მიაბარეს.

error: Content is protected !!