იმედო გივის ძე უბილავა დაიბადა 1955 წელს. ცხოვრობდა ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა. მუშაობდა ინჟინერ-სანტექნიკოსად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იმედო უბილავა , 1992 წლის 28 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 247-ე ბატალიონის რიგებში.
მონაწილეობდა ბესლახუბა-ფოქვეშს შორის გამავალი ბრძოლის ხაზზე მიმდინარე ოპერაციებში.
1992 წლის 29 დეკემბერს,იმედო უბილავა სოფელ ოხურეის მისადგომებთან, ორ თანამებრძოლთან (ვ. აქუბარდია, ხ. წულაია) ერთად ჯავშან-ტექნიკიტთ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მტერმა სამხედრო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. მანქანა ( „ბმპ“) ინერციით გადავარდა ანარიის ხიდზე. იმედო უბილავა თანამებრძოლ ხ. წულაიასთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა.