სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

იმერი აქვსენტის ძე აკობიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

იმერი აქვსენტის ძე აკობიძე  აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში მოხალისედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ სოფელ მოქვსა და მერკულაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. იმერი აკობიძე გამოირჩეოდა შეუპოვრობითა და თავდადებით. თანამებრძოლებს შორის ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა.

იმერი აკობიძე დაიღუპა 1993 წლის 8 მაისს, სოფელ არადუში, მტრის ფართომასშტაბიანი შემოტევის დროს.

error: Content is protected !!