სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

იოსებ შაქროს ძე ჩარგაზია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

იოსებ  შაქროს  ძე  ჩარგაზია  დაიბადა  1967  წლის  12  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  მერკულაში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

1992 წლის 14 აგვისტოდან, როდესაც  ოჩამჩირეში  საქართველოს  შეიარაღებული  ძალები შემოვიდა,მერკულას  ზონაში  სიტუაცია  ძალიან დაიძაბა  და საგანგებო მდომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობის  მოთხოვნით  შეიქმნა  თავდაცვის  საბჭო,რომლის  ერთ-ერთ ხელმძღვანელად  იოსებ  ჩარგაზია აირჩიეს.ამ  საბჭოს  ინიციატივით  ჩამოყალიბდა  სამხედრო  ფორმირება,რომელმაც  შემდგომ  ოჩამჩირის  პოზიციების  დაცვაში  უდიდესი როლი  შეასრულა. იოსებ  ჩარგაზია  ერთ-ერთი  პირველი  იყო  ვინც  ამ  ფორმირებაში ჩაირიცხა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  იოსებ  ჩარგაზია  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  ოჩამჩირის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში.

იოსებ  ჩარგაზია  დაიღუპა  1993  წლის  7 მაისს,მორიგი  საბრძოლო  დავალების შესრულების  დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის იოსებ  ჩარგაზია,სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული მამაცობისთვის“ და  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!