ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძე დაიბადა 1968 წლის 23 აპრილს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირაკლი ჩანტლაძე 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის ბატარეის I ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ზერიგითად.
1992 წლის 25 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟასთან ,პოზიციური ბრძოლის დროს, ირაკლი სასიკვდილოდ დაიჭრა. პოზიციიდან გამოიყვანა ბატალიონის უფროსმა მ. კორძაიამ.
ოჩამჩირესთან ქართული მიწას ერთიანობას შესწირა თავი ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძემ, რომლის სიკვდილი დიდი ტრაგედია გახდა მეგობრებისთვის. იგი ჩვეულებრივი სოხუმელი ბიჭი იყო, მასაც სხვასავით უყვარდა სიცოცხლე, ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა.
საქართვრლოს პრეზიდენტის გაკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის,ირაკლი ჩანტლაძე , სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.