ირაკლი დომენტის ძე თუთისანი დაიბადა 1953 წლის 17 მაისს ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში. დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა.
სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში. ლეიტენანტის წოდებით სამშობლოში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის მილიციის სკოლაში. შემდეგ მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამხედრო კომისარიატის სპეციალისტად, მილიციის თანამშრომელად, საშუალო სკოლის სამხედრო მომზადების მასწავლებელად.
1987 წელს ირაკლი თუთისანი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ სოხუმში. 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაება საომარ მოქმედებებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის წევრი.
ირაკლი თუთისანი 1993 წლის 5 იანვარს დაიღუპა მდინარე გუმისთასთან წარმოებული ბრძოლების დროს. დაკრძალულია სოფელ ჩქუმში.