სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

იური ლუდას ძე ზარქუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

იური  ლუდას  ძე  ზარქუა  დაიბადა  1967  წლის  12 ივლისს,ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში.  1985  წელს  დაამთავრა  ოხურეის  საშუალო  სკოლა. სკოლის  დაწყებისთანავე  გაიწვიეს  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურში.  მსახურობდა  გერმანიის  დემოკრატიულ  რესპუბლიკაში. დაამთავრა  აჩიგვარის  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში.

იური  ზარქუა  მედგრად  იდგა  სამშობლოს  მთლიანობის  დამცველთა  რიგებში. 1992  წლის  ნოემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონის  პირველ   ასეულში  ათმეთაურად.  ის  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  სოფლების  ოხურეის,მერკულასა  და  ფოქვეშის  მიმართულებით. იყო  მამაცი  და  შეუპოვარი  მებრძოლი.

1992  წელს  კოჩარის  ტერიტორიაზე  მომხდარი   შეტაკების  დროს,  იური  ზარქუა   ხელმძღვანელობდა  ჯგუფს,  რომელსაც  ნაღმებისგან  უნდა  გაეწმინდა  ტერიტორია .  მოწინააღმდეგემ  საარტილერიო  ცეცხლი  გაუხსნა  მებრძოლებს.  დავალების  შესრულების   დროს   ის  დაიჭრა  და  ჰოსპიტალში  მიყვანამდე  გარდაიცვალა.

იური  ზარქუა   დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონში, სოფელ  ოხურეიში.

error: Content is protected !!