იური ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1967 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
რიგითი იური კუხალაშვილი აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ერთ-ერთი პირველთაგანი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში – მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონში , კერძოდ, ტამიშსა და ლაბრას მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 6 დეკემბერს იური კუხალაშვილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის იური კუხალაშვილი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
იური კუხალაშვილი დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.