ჯამბულ ნოდარის ძე პაპავა დაიბადა 1965 წლის 23 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ჯამბულ პაპავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. 1992 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ბატალიონი ახორციელებდა. პირნათლად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
ჯამბულ პაპავა, 1992 წლის 17 ოქტომბერს, სოფელ ტამიშთან მტრის ძლიერი შემოტევის დროს დაიღუპა.
ჯამბულ პაპავას დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.