ჯანიკო ვაჟას ძე მორგოშია დაიბადა 1965 წლის 16 მარტს.
ჯანიკო მორგოშია 1993 წლის 20 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ბედიის მისადგომებთან წარმოებულ ოპერაციებში.
ჯანიკო მორგოშია 1993 წლის 21 მაისს, ასრულებდა სამხედრო მოვალეობას გალის რაიონის სოფელ ანარიაში სასაზღვრო პოსტზე. ოჩამჩირეში,სოფელ ოხურეის გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა .რიგითი მორგოშია და მისი თანამებრძოლები მათ დასახმარებლად გაეშურნენ. ამ უთანასწორო ორთაბრძოლაში ჯანიკო მორგოშია გმირულად დაიღუპა.