ჯეირან ჯაჭვლიანი დაიბადა 1966 წლის 2 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 22 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში. თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. იგი უშუალო მონაწილე იყო იმ საბრძოლო ოპერაციებისა, რომელსაც ახორციელებდა ბატალიონის შემადგენლობა.
1993 წლის 27 ივნისს მდინარე გუმისთის მიდამოებში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ჯეირან ჯაჭვლიანი სასიკვდილოდ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში.