ჯემალ ალექსის ძე ჯომიდავა დაიბადა 1962 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჯემალ ჯომიდავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მსროლელად. იბრძოდა ტამიშთან, ლაბრასთან…
ჯემალ ჯომიდავა 1992 წლის 26 ნოემბერს სოფელ კოჩარაში (ქეთევანას დასახლებაში) მოწინააღმდეგესთან მორიგი შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა.
ჯემალ ჯომიდავა დაკრძალულია სოფელ კოჩარაში.