ჯემალ ალიოშას ძე ხალიანი დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს ცაგერში. ცაგერის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.
ჯემალ ხალიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუს23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულში, მონაწილოეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ჯემალ ხალიანი 1993 წლის 19 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ახალდაბასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.