ჯემალ ნულორის ძე ცხვიტავა დაიბადა 1965 წლის 25 მარტს ქალაქ სოხუმში. 1983 წელს დაამთავრა სოხუმის №5 საშუალო სკოლა. 1987-1980 წლებში მუშაობდა სოხუმის ქიმიურ ქარხანაში ცვლის უფროსად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მეთაურად. 1993 წლის 1 ივლისიდან საკომენდანტო ასეულის ბაზაზე შეიქმნა სამთო-მსროლელი ასეული. ჯემალ ცხვიტავა დაინიშნა სამთო-მსროლელი მეთაურის რადისტად. მონაწილეობდა ასეულის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან, შრომა-კამანის,აჩადარასა და ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 13 ივლისს,სოფელ შრომაში პოზიციური ბრძოლების დროს,ჯემალ ცხვიტავა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ჯემალ ცხვიტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.