ჯიბილო შალვას ძე კოპალიანი დაიბადა 1954 წლის აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. სწავლა -განათლების სრული კურსი დაამთავრა სოფელ არადუს საშუალო სკოლაში.
რიგითი კოპალიანი ჯიბილო საბრძოლო მოქმედებების დროს ჩარიცხული იყო ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 მოტომსროლელი ბატალიონის შემადგენლობაში მსროლელად, 1992 წლის 23 სექტემბრიდან.
კოპალიანი ჯიბილო არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საბრზოლო მოქმედებებში. გამოირჩეოდა მამაცობით, რისთვისაც ბევრჯერ დაუმსახურებია მადლობის სიტყვები მეთაურისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შექმნისათვის ეს ახალგაზრდები უყოყმანოდ ჩადგნენ სამშობლოს დამცველთა რიგებში და მხედრული შემართებიტ იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ.
1993 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ჯარების უკან დახევისას, სოფელ არადუში კოპალიანი ჯიბილო მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. გადმოსვენებულბ იქნა აფხაზეთიდან და დაკრძალულია წყალტუბოს სასაფლაოზე.
მისი დიდი და თბილი გული ვეება სიყვარულს იტევდა-”კვალი დატოვა, ამ ქვეყანაზე–გმირული, ნათელი თავისი გვარის საკადრისი.