სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჯიბილო სპირიდონის ძე ყურაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ჯიბილო  სპირიდონის  ძე  ყურაშვილი  დაიბადა  1930  წელს  ცაგერის  რაიონში.

საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ, ოჯახთან  ერთად,  საცხოვრებლად  გადავიდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს  ,  1992  წლის  11 დეკემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  მოხალისედ.  ბატალიონთან  ერთად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში.

1993  წლის  16  სექტემბერს,  გამთენიისას,  სოფელ  ცაგერაზე  ფართომასშტაბიანი   შემოტევისას,  ჯიბილო  ყურაშვილი,მტერთან  მედგარი  წინააღმდეგობის  დროს  მძიმედ  დაიჭრა  და  ტყვედ  ჩავარდა.  ჯიბილო  ყურაშვილი  და  მისი  მეუღლე  „ბოევიკებმა“  ტყვიამფრქვევის  ჯერით  დაცხრილეს.

error: Content is protected !!