ჯონდო (ჯონი) სერიოჟას ძე თაბაგარი დაიბადა 1965 წლის 25 მაისს ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში. დაამთავრა სოფელ რგანის არასრული საშუალო სკოლა,შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ხარატის სპეციალობით.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.მუშაობდა ჭიათურის მაღაროში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რეზერვისტი ჯონდო თაბაგარი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში.
სერჟანტი ჯონდო თაბაგარი 1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს თავის ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა.დიდი ძალისხმევის შედეგად, მისი ცხედარი ტყვე ჯარისკაცში გაცვალეს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რგანში.