სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჯუმბერ ბეთაშვილი

კატეგორია: "სკორპიონი"
Location: აფხაზეთი

ჯუმბერ სერგოს ძე ბეთაშვილი  დაიბადა1939 წლის 26 ივნისს ქ. თბილისში.

1946 წელს სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. 1950 წელს ოჯახი  საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში. 1956 წელს დაამთავრა სოხუმის I საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სწავლობდა ასევე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ტერეშჩენკოს ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში.

1972 წელს იყო მიუნჰენში ოლიმპიური თამაშების კომსორგი.

1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სამეურნეო სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი (ბოლოს იგი მინისტრთა საბჭოს კანცელარიის სახელმწიფო მდივანი იყო). წლიდან წლამდე უცვლიდა იერს ქალაქს. ამ ერთობ `პროზაული თანამდებობის“ კაცი გონიერი მეურვეც რომ იყო, გამოუსწორებელი რომანტიკოსიც.

1992–1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მას არც ერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს. როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვდნენ დაეტოვებინა ქალაქი. მისი ბოლო სიტყვები იყო: ,,მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ”.

იგი სოხუმში დარჩა. ასე ისურვა მან, ასე გადაწყვიტა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის  ჯუმბერ ბეთაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

error: Content is protected !!