ჯუმბერ სიმონის ძე ქანდავაძე დაიბადა 1960 წლის 2 მაისს. სწავლობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერას საშუალო სკოლაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სიმონ ქანდავაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე (ცაგერას) ბატალიონში,მსროლელად.
1992 წლის 4 ნოემბერს, როცა ცაგერას ბატალიონი საბრძოლველად გავიდა მოქვის მიმართულებით, დანაყოფი დანაღმულ ველზე აღმოჩნდა. ჯუმბერ ქანდავაძე ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.