ჯუმბერ ვალიკოს ძე ნარმანია დაიბადა 1963 წლის 28 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში. 1980 წელს დაამთავრა ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ჯუმბერ ნარმანია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სააარმიო კორპუსის მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში – რიგით მებრძოლად.
ჯუმბერ ნარმანია აფხაზმა სეპარატისტებმა ვერაგულად მოკლეს 1993 წლის 2 აგვისტოს, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბესლახუბაში.