სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კახა ახობაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

კახა ახობაძე დაიბადა 1972 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო (ოთხი წლის ასაკში ფეხი დაიზიანა და სამი წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული) სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებოდა. მაგრამ, როცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა მტკიცედ განაცხადა, მე სამშობლოს ვჭირდები და უნდა წავიდეო. კახა მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს   მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 ( „ბაგრატიონის“) ასეულში.   აფხაზეთში იბრძოდა კახას ძმაც, ძმებმა ერთმანეთი მოძებნეს და ერთად იცავდნენ სამშობლოს.

1993 წლის 15 იანვარს კახას ასეული იცავდა პოზიციებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან. მოწინააღმდეგსთან უთანასწორო ბრძოლაში კახა ახობაძე დაიღუპა.

კახა ახობაძე დაკრძალულია საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა ახობაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

error: Content is protected !!