სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კახა გივის ძე უგულავა

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

კახა  გივის  ძე  უგულავა  დაიბადა  1972  წლის   22 აპრილს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალდაბაში.  სწავლობდა  ახალდაბის  საშუალო  სკოლაში  1979-1990  წლებში.  დააამთავრა  სოხუმის  ინდუსტრიული   ტექნიკუმი.

კახა  უგულავა,  1992 წლის  დეკემბრიდან,ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო   დივიზიონის  მე-3  ბატარეის  მე-2  ათეულის  დამმიზნებლად. აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა  იმ საბრძოლო  ოპერაციაში,რომელსაც 239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონი  ასრულებდა.

1993  წლის  19  სექტემბერს,ახალდაბაზე  მტრის  შემოტევის დროს,მტერთან  უთანასწორო  ბრძოლის  დროს  ვაჟკაცურად   დაიღუპა. სამწუხაროდ, მისი  ბრძოლის  ველიდან  გამოყვანა  ვერ  მოხერხდა.

 

error: Content is protected !!