კახა თევდორაშვილი დაიბადა 1973 წლის 8 ნოემბერს სოხუმის რაიონის, სოფელ კელასურში. 1991 წელს დაამთავრა კელასურის ბიქტორ შელიას სახელობის საშუალო სკოლა. ბავშვობიდან მოკრძალებული, თბილი, სპეტაკი ღიმილის ბიჭი ლომგულ ვაჟკაცად, თავდაუზოგავ მებრძოლად იქცა, როცა სამშობლოს გაუჭირდა… დადგა მამულის სადარაჯოზე.
1992-93 წლებში 19 წლის კახა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ყუმბარმტყორცნელთა მე-3 ათეულში ირიცხებოდა. ეს პირტიტველა ბიჭი ღირსეულად იხდიდა მხედრულ ვალს სანამ პირში სული ედგა და იცავდა სოფლებს _ ათარა აფხაზია, ახალდაბა, ტამიში, ლაბრა…
კახა ( ხვიჩა) თევდორაშვილი 1993 წლის 2 თებერვალს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
წავიდა ამქვეყნიდან ვალმოხდილი და ოჯახს დიდ ტკივილთან და მონატრებასთან ერთად დაუტოვა სიამაყის გრძნობა და გმირის სახელი…