კახა ვალერიანის ძე ხარებავა დაიბადა 1967 წლის 21 მარტს ქალაქ სოხუმში, სკოლაც მშობლიურ ქალაქში დაამთავრა. 1992 წელს, როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა კახა ხარებავა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მზვერავი გახდა.
1993 წლის 24 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში, სემერჯიევის ქუჩაზე მიმდინარე ბრძოლისას კახა ხარებავა სასიკვდილოდ დაიჭრა.