კახა ზაურის ძე სირგინავა დაიბადა 1972 წელს ქალაქ გალში. დაამთავრა სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა.
კახა სირგინავა 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონში მსროლელად.
კახა სირგინავა 1993 წლის 5 ივლისს 245-ე ბატალიონთან ერთად მიშველის მთის ასაღებად გადავიდა შეტევაზე. ამ უშეღავათო ორთაბრძოლების დროს ,კახა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა სირგინავა,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.