სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კარლო ტატაჩის ძე სიჭინავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

კარლო ტატაჩის ძე სიჭინავა დაიბადა 1957 წლის 23 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში.  1963-1974 წლებში სწავლობდა სოხუმის რაიონის მე-16 საშუალო სკოლაში. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის №45 პროფსასწავლებელი, დაეუფლა ელექტროშემდუღებლის პროფესიას. მუშაობდა სოხუმის გაზის აპარატურათა ქარხანაში.

კარლო სიჭინავა  1992 წლის 20 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად.

უშიშარი მებრძოლი, 1993 წლის 16 მარტს, ურიცხვი მტრის შეტევის დროს, მე-4 ასეულის პოზიციებზე შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და მშობლიური გუმისთის პირას დაასრულა სიცოცხლე ვაჟკაცურად.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  კარლო სიჭინავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!