ხარიტონ არსენას ძე წულაია დაიბადა 1940 წლის 1 მაისს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა სოფელ მოქვის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ხარიტონ წულაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 247-ე საარტილერიო დივიზიონის პირად შემადგენლობაში. შეუპოვარი, მამაცი მეომარი მაგლითის მიმცემი იყო თანამებრძოლთათვის.
1993 წლის 15 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების
შესრულებისას, ხარიტონ წულაია უგზო-უკვლოდ დაიკარგა