სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ხუტა (ხუხუტი) ლემონჯავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ხუტა (ხუხუტი) ლემონჯავა

დაიბადა 1947 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ხუხუტი ლემონჯავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. ხუხუტი ლემონჯავა მეგობრებში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა.

1993 წლის 22 თებერვალს, სოფელ აძიუბჟასთან, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უთანასწორო ბრძოლაში ერკინებოდა. ტანკი, რომელშიც ხუხუტი და მისი თანამებრძოლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა.

ხუხუტი ლემონჯავა  დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.

 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ხუტა ლემონჯავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!