სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ხუტა სერგოს ძე მურღვლიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ხუტა  სერგოს  ძე  მურღვლიანი  დაიბადა  1966  წელს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში

აფხაზეთში  მიმდინარე საომარი  მოქმედებების  დროს,  1992  წლის   23  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს   24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  მე-4  ბატალიონში –  რიგითად.  მამაცი და  შეუპოვარი   მებრძოლი  მეთაურებსა   და  თანამებრძოლებს  შორის  დიდი  ავტორიტეტით  სარგებლობდა. მონაწილეობდა  თითქმის  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში, რაც  კი  ბატალიონს  განუხორციელებია. განსაკუთრებით  დიდი  იყო  მისი  წვლილი  სოფელ  მერკულაში  წარმოებული  საომარი   მოქმედებების  დროს.  ყველასთვის  სამაგალითო იყო  ხუტა  მურღვლიანის  საზრიანი  მოქმედება.

1992 წლის 30   სექტემბერს, ერთ-ერთი  საბრძოლო   დავალების  შესრულებისას, ხუტა  მურღვლიანი ,თანამებრძოლებთან  ერთად,  მოწინააღმდეგის  ალყაში  მოექცა.  იგი  მტერთან  უშეღავათო  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა.

ხუტა  მურღვლიანი  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში.

error: Content is protected !!