სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ხვიჩა ბუჭუს ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ხვიჩა  ბუჭუს  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1962  წლის  30  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ცაგერაში.

დაამთავრა ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლა. გაიარა  სამხედრო–სავალდებულო   სამსახური. 21  წლის  ასაკში  დაოჯახდა,შეეძინა  სამი  შვილი.

ხვიჩა  ბენდელიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის რიგებში. აქტიურად  მონაწილეობდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის წარმოებულ  საბრძოლო  მოქმედებებში.

„ხვიჩა  ბენდელიანი  მხედრული  მამაცობით  იცავდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერას საბრძოლო  მონაკვეთებს. ასევე, იგი  იყო  ერთ-ერთი  საიმედო  მეომარი  ტამიშის ,ცხენისწყლის,ლაბრის  მიმართულებით  განხორციელებულ  საბრძოლო  ოპერაციებში“-ვკითხულობთ  საბრძოლო  მოკვლევაში.

1992  წლის  17  ოქტომბერს, ბატალიონის  მიერ, სოფელ  ტამიშთან  განხორციელებული შეტევითი ოპერაციის  დროს  ხვიჩა ბენდელიანი  ნაღმზე  აფეთქდა  და  ადგილზე  დაიღუპა. დაკრძალულია  მშობლიურ  ცაგერაში.

error: Content is protected !!