ხვიჩა მუშნის ძე გვალია დაიბადა 1973 წლის 4 ივნისს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რიგით მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 246-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, კერძოდ, ბედია-აგუბედიას შორის გამავალ საბრძოლო ხაზზე _ ტყვარჩელის მიმართულებით. ხვიჩა გვალია დაიღუპა 1993 წლის 19 ივნისს მიშველის მთაზე აფხაზი „ბოევიკების“ შემოტევის დროს. დაკრძალულია გალის
რაიონის სოფელ წარჩეში.