კობა დავითულიანი დაიბადა 1970 წლის 24 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა.
მშობლიურ კუთხეზე შეყვარებულმა ღიმილის ბიჭმა ომის დაწყებისთანავე იარაღი აიღო ხელში და თანამებრძოლებთან ერთად ერთგულად,უშიშრად იბრძოდა საკუთარი ქალაქის, ხალხის დასაცავად. იდგა იქ,სადაც სამშობლოს უჭირდა და უყოყმანოდ გასწირა თავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
კობა დავითულიანი ,1993 წლის 8 მარტს, უთანასწორო ბრძოლის დროს გმირულად დაეცა გუმისთის მისადგომებთან.
კობა დავითულიანი დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.