სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კობა გოგრიჭიანი

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

კიდევ ერთი სოხუმელი ახალგაზრდა კაცის კობა გოგრიჭიანის სიცოცხლე შეიწირა ამ აბსურდულმა ომმა…

_ სამშობლოს დამცველი!

_ რა ამაყად ჟღერს ეს სიტყვები. განა საამაყო არ არის, აღზარდო შვილი, რომელიც ათასობით მის თანატოლთან ერთად ერთგულად დგას სამშობლოს სადარაჯოზე. დიახ, ასეა! ამიტომაც აცილებენ ჭაბუკებს სამშობლოს დასაცავად სიამაყით… ასე გააცილეს კობაც ქვეყნის ერთიანობის დასაცავად.

კობა გოგრიჭიანი დაიბადა 1965 წელს 2 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის ა. ჭოჭუას სახელობის მე-17 საშუალო სკოლა, შემდეგ ინდუსტრიული ტექნიკუმი. პოლიტსწავლებისა და სამხედრო მომზადების ფრიადოსანი სისტემატურად ზრუნავს აიმაღლოს პროფესიული განათლების დონე, დაეუფლოს ახალ საბრძოლო ტექნიკას, ამასთან სოხუმელი ბიჭი თანამებრძოლთა საიმედო და გულისხმიერი მეგობარია.

„სეკუნდისათვის ბრძოლა“ _ ასე ჰქვია ჩანახატს, რომელიც 1984 წლის 9 ოქტომბერს დაიბეჭდა იმ სამხედრო ნაწილის გაზეთში, სადაც კობა გოგრიჭიანი მსახურობდა.. ამხანაგები გულითადათ ულოცავდნენ, ხელმძღვანელმა კი ფრიადზე შეაფასა…

კობა გოგრიჭიანმა ორი წელი იმსახურა გერმანიაში… ეამაყებოდათ მშობლებს _შრომისმოყვარე ადამიანებს _ მზია და ჯიბო გოგრიჭიანებს შვილის წარმატება, სამხედრო ნაწილიდან მოსული ხელმძღვანელობის მადლობის წერილები. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მუშაობდა სააქციო საზოგადოება „ორგტექნიკის“ მექანიკურ საამქროში. იყო კვალიფიციური სპეციალისტი და ერთგული, უღალატო პიროვნება.

აფხაზეთში ომი დაიწყო და მან პირველივე დღეს  ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა და სამშობლოს დასაცავად სადარაჯოზე დადგა. კობა 23-ე ბრიგადის ბატალიონ _ „ცხუმის“ მებრძოლი იყო. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში და პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა დავალებას.

1993 წლის 17 სექტემბერი საბედისწერო აღმოჩნდა კობასთვის… მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, როცა ციდან წვიმასავით ცვიოდა ტყვიები, იგი საკუთარ სიცოცხლეზე  არც ფიქრობდა ისე გამოყავდა დაჭრილები ბრძოლის ველიდან სამშვიდობოს, ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანისას თავადაც ფეხში დაიჭრა და  უგზო-უკვლოდ დაიკარგა…

… მათ უყოყმანოდ დაიხურეს მუზარადები,

და ჩაიცვეს ომის ფარაჯა,

ომს არ იცნობდნენ, მაგრამ ახსოვდათ

დიდგორი და ძველი მარაბდა.

                                                კობას და _ ნონა გოგრიჭიანი.

error: Content is protected !!