კობა ვლადიმერის ძე ქრისტესიაშვილი დაიბადა 1966 წელს ქალაქ თბილისში.
აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებისთანავე კობა ქრისტესაშვილი სამშობლოს დამცველებს შეუერთდა. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში
1993 წლის 17 მარტს, აჩადარასთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს კობა ქრისტესიაშვილი ვაჟკაცურად დაიღუპა.