კონსტანტინე პავლეს ძე მეშველიანი დაიბადა 1964 წლის 9 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მუშაობდა სოხუმის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, კონსტანტინე მეშველიანი მედგრად იდგა სამშობლოს სადარაჯოზე. 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში ყუმბარმტყორცნელად. უშიშრად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აქტიურად
მონაწილეობდა სოფელ კოჩარის, მდინარე ცხენისწყლის მისადგომებთან გამართულ საბრძოლო მოქმედებებში, განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ტამიშზე დესანტის გადმოსხმისას განხორციელებულ ოპერაციაში.
1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტების მოულოდნელი და მასური შეტევის დროს, მძიმე ჭრილობა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო
კონსტანტინე მეშველიანი, ომში მიღებული ჭრილობების გართულების შედეგად, 2002 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა.