კონსტანტინე რომანოზის ძე კვიციანი დაიბადა 1941 წლის 19 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. საშუალო განათლება მიიღო სოფელ აჟარის საშუალო სკოლაში. მსახურობდა სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
კონსტანტინე კვიციანი დაიღუპა 1993 წლის 26 ნოემბერს, ლათა-ბაგადის მისადგომებთან საომარი მოქმედებების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კონსტანტინე კვიციანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.