შოთა იორამის ძე კოპალიანი დაიბადა 1963 წლის 10 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
სამშობლოს გაუჭირდა და, თავდადებული, ენერგიული, სამშობლოს მოსიყვარულე შოთა კოპალიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის რიგებში და დაინიშნა I ბატალიონის ყუმბარმტყორცნელი ათეულის მძღოლ-მექანიკოსად.
ლომგული ვაჟკაცი აქტიურად მონაწილებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების დროს, მდინარე გუმისთაზე მტრის ინტენსიური შემოტევის დროს, შოთა კოპალიანი, უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. ბრძოლის ველიდან ცხედრის გადმოსვენება თამაზ უგრეხელიძის, ემზარ ბერულავას, ვალერი ვარდანიძის ძალისხმევით მოხერხდა.
შოთა კოპალიანი დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შოთა კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
კელასურელთა გმირობა, თავდადება სამაგალითოა… ამ პატარა სოფელმა დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
სამარადისო დიდება გმირებს…