თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი დაიბადა 1957 წლის 10 თებერვალს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
თენგიზ კოპალიანი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I ბატალიონში ჩაეწერა. იყო გამორჩეული მეომარი, მოწესრიგებული და დისციპლინირებული. თანამებრძოლები სიყვარულით „გიტლერას“ ეძახდნენ.
თენგიზ კოპალიანი 1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმში, ეშბას ქუჩაზე საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვისთენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.