ლეონიდე გვალია დაიბადა 1961 წლის 14 მაისს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. დაამთავრა წარჩის საშუალო სკოლა. მუშაობდა და ლამაზ ოჯახს უძღვებოდა.
ლეონიდე გვალია 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც 245-ე ბატალიონი ასრულებდა.
ლეონიდე გვალია 1993 წლის 5 ივლისს საბრძოლო მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ს ამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლეონიდე გვალია,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.