სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ლერი სემნარის ძე ფირცხელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ლერი სემნარის ძე ფირცხელიანი დაიბადა 1964 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიეში. დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა.

რიგითი ლერი ფირცხელიანი ჩაირიცხა მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონის პირველ ასეულში რიგით მებრძოლად 1992 წლის

23 სექტემბრიდან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო მოქმედებაში, რომელსაც ატარებდა თავისი ბატალიონი.

თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, იყო უშიშარი მებრძოლი. 1992 წლის 30 სექტემბერს  საბრძოლო დავალების შესრულების დროს ოთხნი – ის და მისი თანამებრძოლები მოხვდნენ მტრის ალყაში, მტრის ჭარბი ძალების მიუხედავად, ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვაჟკაცურად იბრძოდნენ. ლერი ფირცხელიანი სამ თანამებრძოლთან ერთად გმირულად დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში.

 

 

 

დასაფლავებულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.

error: Content is protected !!