სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ლევან ილიას ძე გურჩიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ლევან ილიას ძე გურჩიანი  დაიბადა 1961 წლის 13 ივლისს  გულრიფშის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო ტექნიკური განათლება.

აფხაზეთში მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის  16 ნოემბრიდან , ლევან გურჩიანი ირიცხებოდა სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი  ბატალიონის   რიგებში,პირველი ასეულის მეორე ოცეულის მსროლელად.

1993 წლის 17 მარტს  ლევან გურჩიანის ოცეული სოფელ აჩადარას  მიმართულებით  გაემართა. ლევანი და მისი ორი თანამებრძოლი – ქრისტესაშვილი და ლოლაძე  შეუმჩნევლად აპირებდნენ  მტრის ზურგში შესვლას და მეტყვიამფრქვევის  აყვანას, მაგრამ მოწინააღმდეგემ ისინი შენიშნა  და ცეცხლი გაუხსნა. ლევან გურჩიანი  ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის   ლევან გურჩიანი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!