ლევან ლოგუა დაიბადა ქალაქ ზუგდიდში 1954 წლის 10 თებერვალს. 1970 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის მე-5 საშუალო სკოლა. 1970-1975 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. ამავე დროს მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. 1975-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. იყო პოლკის კომკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქალაქ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეტრში მსახიობად. იყო გამორჩეული დეკლამატორი. მისი ფირი შეტანილი იყო აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში. გადაღებულია ფილმებში: ,,კრაზანა“, „მტვერი მზის ქვეშ“ და დ. რონდელის ფილმში ,,საჰაერო ხიდი“. გატაცებული იყო ფოტო-ხელოვნებით.
1993 წლის 1 აპრილიდან გაიწვიეს აფხაზეთის ომში, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, კეთისინდისიერად და დროულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა ნდობით.
ლევან ლოგუა, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში დაიღუპა.